II თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

 

თემატური მიმართულების ძირითად მიზანს წარმოადგენს გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი ახალგაზრდული მდგრადი სოციალური (რეალური) ან/და ვირტუალური სივრცეების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდული საქმიანობის წარმართვას, არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების კომპეტენციების ზრდას. ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას. მხარს დაუჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ადგილობრივ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში.

ახალგაზრდული სოციალური (რეალური) სივრცეების შექმნა, რომელიც გულისხმობს გრძლევადიან და დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ შექმნილი სივრცე და ცენტრის მატერიალური რესურსი, დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, გამოიყენონ საჭიროებების მიხედვით საკუთარი ინციატივების განსახორციელებლად.

კონკურსის მიზნებისათვის სააგენტო ახალგაზრდულ სოციალურ (რეალურ) სივრცედ თვლის ისეთ გარემოს, რომელიც სრულად ეკუთვნის არამომგებიან ორგანიზაციას.  საქმიანობიდან შემოსული მოგება ხმარდება მხოლოდ შექმნილი სივრცის განვითარებას (სოციალური სივრცე შექმნილია ახალგაზრდული საქმიანობის განსახორციელებლად ამა თუ იმ მიზნობრივი ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების ან/და არაფორმალური განათლების გზით კომპეტენციების გადაცემის მიზნით).

კონკურსის მიზნებისთვის სააგენტო ვირტუალურ ახალგაზრდულ სივრცეში მოიაზრებს ისეთ ონლაინ სივრცეებს, რომლის ფარგლებში შექმნილი აპლიკაციები, საგანმანათლებლო თუ სხვა სახის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ახალგაზრდების, ახალგაზრდული მუშაკების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

საგრანტო კონკურსის თემატიკა
  1. თემატური მიმართლებისთვის, პროექტის ბენეფიციართა შორის გათვალისწინებულია სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდები.
  2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება სარეკრეაციო ზონის მოწყობისა და შშმ/სსმ პირთათვის სტანდარტ(ებ)ის მიხედვით   (სივრცის მოწყობის საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილება) https://matsne.gov.ge/ka/document/view/3176389?publication=0 ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ (ძალაში შევა 2021 წლის 1 მარტიდან) https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5051805?publication=0

შესაბამისი გარემოს ადაპტირების დაფინანსების მოთხოვნით  წარმოდგენილი საგრანტო პროექტ(ებ)ი.

განხორციელებული პროექტების  მოსალოდნელი შედეგია

1.1)  არაფორმალური განათლებით განვითარებული კომპეტენციები;

1.1.1 უზრუნველყოს სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებზე ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით;

1.1.2 ხელი შეუწყოს არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გაძლიერების მიზნით.

1.1.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერებას, ახალგაზრდული მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ განვითარებას და მათ მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;

1.1.4  ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებას საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამების შესახებ;

1.1.5  წაახალისოს ისეთი სასწავლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში;

1.1.6  ხელი შეუწყოს ისეთი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ინსტიტუციონალურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

1.1.7 უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობა, როგორც მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების, ასევე მათი აღსრულებისა და შეფასების პროცესში;

1.1.8   დაეხმაროს ახალგაზრდებს პროექტების მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებაში;

1.1.9 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ციფრული კომპეტენციების განვითარებას (https://goo.gl/39oo2N )

1.2) მდგრადი ახალგაზრდული სოციალური სივრცის შექმნა ან არსებულის  მდგრადი განვითარება;

1.3) მომზადებული/გადამზადებული მწვრთნელები და მენტორები პროფესიული  უნარების განვითარებისათვის;

1.4)  განვითარებული ორგანიზაციული უნარები (სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, ქსელური კავშირები და ა.შ.);

1.5) მიზნობრივი ჯგუფის ახალგაზრდებისათვის საჭირო სხვა სოციალური სერვისები სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის გასაიოლებლად (მაგალითად: პროფესიული ორიენტაცია, ფსიქოლოგის დახმარება და ა.შ.);

1.6) გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციები, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პოლიტიკის განსაზღვრაში წვლილის შესატანად;

1.7) გამოცდილებაზე დაყრდნობით  მიღებული რეკომენდაციები  შშმ და სსსმ პირებისთვის სკოლის დონეზე პერსონალური ასისტენტის პროფესიული სტანდარტის და  სასწავლო პროგრამის შემუშავებაში წვლილის შესატანად;

1.8) მიზნობრივი ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების მიზნით შექმნილი სამუშაო  ადგილები ახალგაზრდულ სოციალურ  (რეალურ) ან/და ვირტუალურ სივრცეში;

1.9) სამუშაო ადგილზე წვრთნის პროგრამები პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

აქტივობების შესაძლო სახეები

(ეს სია არ ზღუდავს მიზნებით გამართლებულ სხვა შესაძლო აქტივობებს)

  • ცოდნისა და უნარების განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები: ტრენინგები, სამუშაოშეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, სასწავლო ვიზიტები და ა.შ.;
  • ახალგაზრდული სოციალური (რეალური) ან/და ვირტუალური სივრცის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რესურსის შეძენა;
  • ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობები (სოციალური რეკლამა მასმედიაში, საგანმანათლებლო ნაბეჭდი და ვიდეო მასალის გავრცელება და ა.შ.);
  • უფლებადაცვითი და სამოქმედო პოლიტიკის ცვლილებაზე მიმართული ღონისძიებები (სამოქმედო პოლიტიკით განსაზღვრულ რეკომენდაციებზე გამიზნული კვლევები, საკანონმდებლო ინიციატივები და ა.შ.);
  • ქსელურ მუშაობაზე და ორგანიზაციების ინსტიტუციონალიზაციაზე მიმართული ღონისძიებები (კონფერენციები, შეხვედრები, სოციალური ქსელების განვითარებასა ინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და ა.შ.);
დაფინანსების ოდენობა
  • თემატურ მიმართულებაზე შესაძლო დაფინანსების საერთო ოდენობა: 500 000 ლარი;
  • თითოეულ რეგიონზე დაფინანსების შესაძლო საერთო ოდენობა – 50 000 ლარი;
  • თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად:
    მინიმალური თანხა – 15 000 ლარი და მაქსიმალური თანხა – 50 000 ლარი;

წარმოდგენილი საგრანტო პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღმატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 60%-ს.

პროექტის ხანგრძლივობა

საგრანტო პროექტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პროექტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად შექმნილი ახალგაზრდული სოციალური (რეალური) ან/და ვირტუალური სივრცე უნდა განაგრძობდეს ფუნქციონირებას, მდგრადი და განმეორებადი შედეგების უზრუნველყოფის გათვალისწინებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა:

  • 5 თვიდან – 7 თვის ჩათვლით წარმოდგენილი საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია
    მინიმუმ – 15 000 ლარიდან მაქსიმუმ 25 000 ლარამდე ფარგლებში;
  • ხელფასების საერთო ოდენობა (პროექტის ხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრის და ა.შ.)
    არუნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 15 %-ს.
  • 8 თვიდან – 10 თვის ჩათვლით წამორდგენილი საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია
    მინიმუმ 25 000 ლარიდან მაქსიმუმ 50 000 ლარის ფარგლებში;
  • ხელფასების საერთო ოდენობა (პროექტის ხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრის და ა.შ.)
    არუნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 30 %-ს.
მონაწილეობის პირობა

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს:

  • რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილ საგრანტო პროექტს ახორციელებს რეგისტრაციით გათვალისწინებულ რეგიონში; ახალგაზრდული ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
საგრანტო განაცხადის პირობა
  • განმცხადებელი ორგანიზაცია ვალდებულია წარმოადგინოს, განაცხადით გათვალისწინებულ რეგიონში/მუნიციპალიტეტში/თემში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პროექტით გათვალისწინებული პრობლემატიკის გამოვლენისა და მოგვარებასთან დაკავშირებულ ჩატარებულ კვლევას ან/და მოკვლევას, სამიზნე ჯგუფების ხელმოწერებს, ფოტო-ვიდეო მასალას და სხვა (ელექტრონული აპლიკაციის შესაბამის ველში განმცხადებელმა უნდა ჩასვას ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის ბმული მაგ: Google Drive, YouTube, მსგავს პრობლემატიკაზე სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის/მოკვლევის ბმული და სხვა).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით II თემატური მიმართულების სპეციალისტებს.