I თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

 

თემატური მიმართულების ძირითადი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების (საინიციატივო ჯგუფების) და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ინიცირებული, რეგიონის/მუნიციპალიტეტის/თემის ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტების საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსება, რომლის განხორციელებით სარგებელს მიიღებენ არა მარტო პროექტში ჩართული ახალგაზრდები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ასევე, მიმართულების მიზანია რეგიონის/მუნიციპალიტეტის/თემის სოციუმში ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერება და  ინიციატივების მხარდაჭერა, სოციალური ვალდებულებების, მეწარმეობითი უნარების და ინოვაციური ინიციატივების გაზრდის ხელშეწყობა.

საგრანტო კონკურსის თემატიკა
  1. ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტს რეგიონში/მუნიციპალიტეტში/თემში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების დასაძლევად, რომელსაც დაფინანსების შემთხვევაში განახორციელებენ პროექტის წარმომდგენი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფები/რეგიონში ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციები.
  2. თემატური მიმართლებისთვის, პროექტის ბენეფიციართა შორის გათვალისწინებულია სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდები.
  3. საგრანტო განაცხადის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია გაიწეროს  ნებისმიერი ზემოაღნიშნული საჭიროების შესახებ (გარდა ინფრასტრუქტურული პროექტის, სწავლის დაფინანსების და სხვა), რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდული სფეროს განვითარება/გაძლიერებას.
  4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება სარეკრეაციო ზონის მოწყობისა და შშმ/სსმ პირთათვის სტანდარტ(ებ)ის მიხედვით   (სივრცის მოწყობის საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილება) https://matsne.gov.ge/ka/document/view/3176389?publication=0 ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ (ძალაში შევა 2021 წლის 1 მარტიდან) https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5051805?publication=0
    შესაბამისი გარემოს ადაპტირების დაფინანსების მოთხოვნით  წარმოდგენილი საგრანტო პროექტ(ებ)ი.
დაფინანსების ოდენობა
  • თემატურ მიმართულებაზე შესაძლო დაფინანსების საერთო ოდენობა – 350 000 ლარი;
  • თითოეულ რეგიონზე დაფინანსების შესაძლო საერთო ოდენობა – 35 000 ლარი;
  • თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად:
    მინიმალური თანხა – 5 000 ლარი და მაქსიმალური თანხა – 15 000 ლარი.
პროექტის ხანგრძლივობა

საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა:

  • 2 თვიდან 3 თვის ჩათვლით საგრანტო პროექტის დაფინანსება შესაძლებელია: მინიმუმ 5000 ლარის ოდენობით;
    მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით;
  • 3 თვიდან 4 თვის ჩათვლით საგრანტო პროექტის დაფინანსება შესაძლებელია
    მაქსიმუმ 15 000 ლარის ოდენობით.
  • ხელფასების საერთო ოდენობა (პროექტის ხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრის და ა.შ.)
    არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 15%-ს.
მონაწილეობის პირობები

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს:

  • რეგიონში მცხოვრები ფიზიკურ პირს (როგორც საინიციატივო ჯგუფი), რომელიც აერთიანებს საინიციატივო ჯგუფში რეგიონის 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს საგრანტო პროექტის განსახორციელებლად. საგრანტო პროექტის გამარჯვების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია დააფუძნოს ახალგაზრდული ორგანიზაცია.
  • 2020 წლის იანვრის თვიდან რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილ საგრანტო პროექტს ახორციელებს რეგისტრაციით გათვალისწინებულ რეგიონში; ახალგაზრდული ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
საგრანტო განაცხადის პირობა
  • განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს, განაცხადით გათვალისწინებულ რეგიონში/მუნიციპალიტეტში/თემში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პროექტით გათვალისწინებული პრობლემატიკის გამოვლენისა და მოგვარებასთან დაკავშირებულ ჩატარებულ კვლევას ან/და მოკვლევას, სამიზნე ჯგუფების ხელმოწერებს, ფოტო-ვიდეო მასალას და სხვა (ელექტრონული აპლიკაციის შესაბამის ველში განმცხადებელმა უნდა ჩასვას ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის ბმული მაგ: Google Drive, YouTube, მსგავს პრობლემატიკაზე სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის/მოკვლევის ბმული და სხვა).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით I თემატური მიმართულების სპეციალისტებს.