left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01
რას ნიშნავს წინასაკონკურსო პერიოდი?

წინასაკონკურსო პერიოდის მიზანია საგრანტო კონკურსის განმცხადებელს ხელი შეუწყოს კონკურსის ფარგლებში წარმოადგინოს გამართული, სრულყოფილი საგრანტო პროექტი.

წინასაკონკურსო პერიოდი ცხადდება 2021 წლის 3 თებერვლიდან და საგრანტო წინადადების მიღება სრულდება 2021 წლის 23 თებერვლის 18:00 საათზე.

წინასაკონკურსო პერიოდი, საგრანტო კონკურსის სრულყოფის მიზნით ჩატარებული არაოფიციალური/დამხმარე ხასიათის აქტივობაა, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდი.

წინასაკონკურსო პერიოდის ფარგლებში მიღებულ საგრანტო წინადადებების შესწავლას და პროექტის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციის გაცემას ახორციელებენ განვითარების ფონდის თანამშრომლები 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით.

წინასაკონკურსო პერიოდში საგრანტო წინადადებები მიიღება განვითარების ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

წინასაკონკურსო პერიოდით დაინტერესებული პირი:

  1. https://fund.youthagency.gov.ge   ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ ავსებს ელექტრონულ აპლიკაციას;
  2. არ არის ვალდებული შეავსოს ელექტრონული აპლიკაციის ყველა ველი, რადგან წინასაკონკურსო პერიოდი მხოლოდ რეკომენდაციის მიღების საშუალებაა;
  3. საგრანტო წინადადების გამოგზავნის შემდეგ, აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, განვითარების ფონდისგან მიიღებს რეკომენდაციას შინაარსობრივ, ტექნიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

წინასაკონკურსო პერიოდში საგრანტო წინადადებების სახით მირებული განაცხადები არ  განიხილება/შეფასდება რომელიმე კომისიის მიერ.