I – II თემატური მიმართულებების ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები

 

კრიტერიუმები მაქსიმალური ქულა

 

1. პროექტის შესაბამისობა პროგრამის მიზნებსა და თემატურ მიმართულებასთან

1.1 რამდენად შეესაბამება პროექტი კონკურსის მოთხოვნილ მიზნებსა და თემატურ მიმართულებას?

1.2 რამდენად შესაბამისობაშია განაცხადის მიზანსა და ამოცანებს შორის ლოგიკური კავშირი?

1.3 რამდენად ეფუძნება განაცხადი  საჭიროებების ანალიზს და რამდენად მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე?

1.4    რამდენად მოიაზრებს განაცხადი ახალგაზრდების ძირითადი კომპეტენციებით აღჭურვას?

30
2. ეფექტურობაგანხორციელებადობა   და შესრულების ხარისხი

2.1     შემოთავაზებული აქტივობები რამდენად შესაბამისი, პრაქტიკული და თანმიმდევრულია

მიზნების, საჭიროებებისა და მოსალოდნელი შედეგების მიმართ?

2.2     რამდენად ცხადი და სრულყოფილია სამუშაო პროგრამა, მომზადების შესაბამისი ფაზები და განხორციელება?

2.3     რამდენად სტრატეგიულად არის შერჩეული პროექტის მონაწილეები?

2.4     რამდენად ითვალისწინებს განაცხადი სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდების ჩართულობას?

2.5      რამდენად ხარჯთეფექტური და რეალისტურია პროექტის ბიუჯეტი?

2.6      რამდენად შეესაბამება განაცხადის ბიუჯეტი პროექტის მიზნების მიღწევის  შესაძლებლობას,   პროექტის სამოქმედო გეგმას და რამდენად მართებულია აქტივობებისთვის მოთხოვნილი რესურსი?

2.7      პროექტით დაგეგმილი აქტივობების სამოქმედო გეგმა რამდენად ნათელი და ეფექტურად განხორციელებადია?

2.8      რამდენად არის გათვლილი რისკები და მათი გადაჭრის გზები?

40
3. პროექტის გავლენა და მდგრადობა

3.1 პროექტის განხორციელება რამდენად ახდენს გავლენას პროექტის შემსრულებელ ახალგაზრდებზე/ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე? რამდენად ახდენს გავლენას რეგიონის/მუნიციპალიტეტის/თემის დონეზე?

3.2  რამდენად მდგრადია პროექტის მოსალოდნელი შედეგები?

3.3 რამდენად შეიცავს პროექტი დაგეგმილი შედეგების ობიექტურად შემოწმებად/გაზომვად ინდიკატორებს?

3.4   რამდენად ნათლად და რეალისტურადაა გაწერილი განმცხადებლის მიერ გრანტის ამოწურვის შემდეგ მიღწეული შედეგების ზეგავლენის გავრცელება?

3.5   რამდენად ეფექტური, განმეორებადი და გრძელვადიანია პროექტი დასრულების შემდეგ?

3.6   რამდენად შეძლებენ სრულფასოვან ფუნქციონირებას პროექტის დასრულების შემდეგ?

30
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა 100

 

კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულათა ზვარი და განმარტება

მაქსიმალური ქულა ქულათა ზღვარი
  ძალიან კარგი კარგი დამაკმაყოფილებელი სუსტი
40 34-40  28-33 20-27 0-19
30 26-30 21-25 15-20 0-14

 

ძალიან კარგი: განაცხადი დამაჯერებლად და ამომწურავად პასუხობს კრიტერიუმის ყველა შესაბამის ასპექტს. მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას და მტკიცებულებას, არ გააჩნია სუსტი და პრობლემური მხარე.

კარგი: განაცხადი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, თუმცა შესაძლებელია მცირედი გაუმჯობესება. მასში მოცემულია მკაფიო ინფორმაცია თითქმის ყველა საჭირო მტკიცებულების შესახებ.

დამაკმაყოფილებელი: განაცხადი ზედაპირულად პასუხობს კრიტერიუმს. ნაწილობრივ იძლევა შესაბამის ინფორმაციას, დეტალები მოკლებულია კონკრეტიკას და ინფორმაცია ბუნდოვანია.

სუსტი: განაცხადი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმს. მოიცავს მხოლოდ მცირე დოზით საჭირო ინფორმაციას, ძირითადი ასპექტები დაუზუსტებელია.

 

I თემატური მიმართულების მიხედვით საგრანტო პროექტის შეფასების ძირითადი დაშვება:

 “3. პროექტის გავლენა და მდგრადობა“ – წარმოდგენილი პროექტი მკაცრად არ  განიხილება/ფასდება.