left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01
ვინ არის სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდა?
  • შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ფაქტორი: ახალგაზრდები რომელთაც აქვთ განვითარების შეფერხება, გადაადგილების შეზღუდვა, სენსორული (სმენა, მხედველობა) დარღვევები და სხვა;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორი: ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, მძიმე დაავადებები ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა;
  • სწავლასთან დაკავშირებული ფაქტორი: ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ან არიან სავალდებულო (დაწყებითი ან საბაზო) განათლების მიღმა, ან იმყოფებიან სავალდებულო განათლების მიღმა დარჩენის რისკის ქვეშ და სხვა;
  • კულტურული ფაქტორი: ემიგრანტები, ლტოლვილები ან ემიგრანტი/ლტოლვილი ოჯახების შთამომავლები, მოქალაქეობის არმქონე პირები, თავშესაფრის მაძიებელი პირები და სხვა;
  • ეკონომიკური ფაქტორი: ახალგაზრდები ცხოვრების დაბალი დონით, დაბალი შემოსავლით, სოციალური დაცვის სისტემაზე დამოკიდებულებით, გრძელვადიანი უმუშევრობის ან სიღარიბის პირობებში მყოფი ახალგაზრდები, NEET ახალგაზრდები (ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩართულნი დასაქმების, განათლების და ტრენინგების პროცესში), უსახლკარო, სასესხო ვალდებულების ან ფინანსური პრობლემების მქონე ახალგაზრდები და სხვა;
  • სოციალური ფაქტორი: ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა მიზეზების გამო; ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ახალგაზრდები; შეზღუდული სოციალური უნარების, ანტისოციალური ან მაღალი რისკის შემცველი ქცევის მქონე ახალგაზრდები; საფრთხის შემცველ გარემოსა და სიტუაციაში მყოფი ახალგაზრდები; (ყოფილი) პატიმრები; ქიმიური და ქცევითი, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდები; არასრულწლოვანი ან/და ახალგაზრდა მარტოხელა მშობლები; ობლები; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდები და სხვა;
  • გეოგრაფიული ფაქტორი: მაღალმთიან და რთულად მისასვლელ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდები; შეზღუდული მომსახურების მქონე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები (შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა) და სხვა.
  • კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები; ახალგაზრდები იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან.
  • საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები;
  • საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები.