სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ძირითადი/საბოლოო მიზანი

სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში წვლილის შეიტანა, რათა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის სპეციფიური მიზნები

  1. ახალგაზრდების კომპეტენციების გაუმჯობესების გზით მომავალში მათი კონკურენტუნარიანობის და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა;
  2. ახალგაზრდების პიროვნული განვითარების მიზნით მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და კომპეტენციების ზრდის ხელშეწყობა;
  3. ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გააქტიურება.
left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს 2021 წლის საგრანტო კონკურსს 1 მარტიდან  1 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით ორი  თემატური მიმართულებების ფარგლებში.