left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01
პროექტის ფარგლებში განსავითარებელი შესაბამისი კომპეტენციები:

1. მოქალაქეობრივი კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოქმედებაში. ასევე კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებასა და დაცვაში.
თემატური მოდულები:
1. დემოკრატიული საფუძვლები;
2. მონაწილეობა;
3. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;
4. ისტორია და პოლიტიკური იდეოლოგიები;
5. პრაქტიკული სამართალი;
6. სამოქალაქო უსაფრთხოება;

2. გარემოსდაცვითი კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც განაპირობებს მის მიერ ბუნებრივი გარემოს დაცვისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას.
თემატური მოდულები:
1. გარემო, ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა;
2. განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტურობა;
3. ნარჩენების მართვა.

3. ანალიტიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სამეცნიერო კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზში, ასევე ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების ეფექტურ გამოყენებაში პირადი, პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრების საკეთილდღეოდ.
თემატური მოდულები:
1. ციფრული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
2. საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობა;
3. გამოყენებითი მეცნიერება.

4. სამეწარმეო და ინიციატივის კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს მის მიერ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვას, იდეების გენერირებასა და განხორციელებას, პრობლემების ანალიზსა და მათ ეფექტიან გადაწყვეტას როგორც საქმიან, ასევე პირად სივრცეში და დაეხმაროს მას, რათა იდეა აქციოს საქმედ.
თემატური მოდულები:
1. ინიციატივების გამოჩენა, საპროექტო ფორმით ჩამოყალიბება და განხორციელება;
2. კრიზისისა და ცვლილებების მართვა;
3. ბიზნესის საფუძვლები და ფინანსების მართვა.

5. შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც დაეხმარება უკვე არსებული გამოცდილების და მიღწევების გამოყენებაში ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
თემატური მოდულები:
1. შემოქმედებითობა/კრეატიულობა;
2. კრიტიკული აზროვნება.

6. დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რათა მან შეძლოს საკუთარი სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა, საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

7. ურთიერთობის კომპეტენცია (საბაზო)
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დასამყარებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თემატური მოდულები:
1. ჯანსაღი კომუნიკაცია;
2. გუნდური მუშაობა;
3. კონფლიქტების მართვა და არაძალადობრივი ურთიერთობა;
4. საქმიანი ურთიერთობები;
5. ემოციური ინტელექტი.

8. კულტურული გამოხატვის და კულტურათშორისი ურთიერთობის კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება კულტურულ გამოხატვაში, კულტურული მრავალფეროვნების პოზიტიურ აღქმაში, დაფასებაში, დაცვასა და განვითარებაში.
თემატური მოდულები:
1. კულტურათაშორისი განათლება;
2. კულტურათაშორისი კომუნიკაცია;
3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
4. კულტურული თვითგამოხატვა ხელოვნების და შემოქმედების საშუალებით.

9. ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების კომპეტენცია
მიზანი: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, იზრუნოს საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
თემატური მოდულები:
1. ჯანმრთელობის დაცვა და მავნე ჩვევები;
2. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები;
3. თავისუფალი დროის ორგანიზება, რეკრეაცია.

 

ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის