left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამართზე: https://fund.youthagency.gov.ge  რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე შეგეძლებათ სისტემაში შესვლა და საგრანტო აპლიკაციის გახსნა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს (გამარჯვების შემთხვევაში პროექტის განხორციელების რეგიონში საინიციატივო ჯგუფმა უნდა დაარეგისტრიროს ახალგაზრდული ორგანიზაცია);

საგრანტო კონკურსის ფარგლებში არის ორი თემატური მიმართულება:

I თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა – რომლის ფარგლებშიც განაცხადის გაკეთება შეუძლიათ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფებს/რეგიონში ახლადშექმნილ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;

II თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება რომლის ფარგლებშიც განაცხადის გაკეთება შეუძლიათ რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.

თემატური მიმართულებების მიხედვით გაიცემა სხვადასხვა ოდენობის თანხა:

I თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

  • თემატურ მიმართულებაზე შესაძლო დაფინანსების საერთო ოდენობა – 350 000 ლარი;
  • თითოეულ რეგიონზე დაფინანსების შესაძლო საერთო ოდენობა – 35 000 ლარი;
  • თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად: მინიმალური თანხა – 5 000 ლარი; მაქსიმალური თანხა – 15 000 ლარი.

II თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

  • თემატურ მიმართულებაზე შესაძლო დაფინანსების საერთო ოდენობა: 500 000 ლარი;
  • თითოეულ რეგიონზე დაფინანსების შესაძლო საერთო ოდენობა – 50 000 ლარი;
  • თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად:

მინიმალური თანხა – 15 000 ლარი;

მაქსიმალური თანხა – 50 000 ლარი;

საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა:

  • 2 თვიდან 3 თვის ჩათვლით საგრანტო პროექტის დაფინანსება შესაძლებელია: მინიმუმ 5000 ლარის ოდენობით; მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით;
  • 3 თვიდან 4 თვის ჩათვლით საგრანტო პროექტის დაფინანსება შესაძლებელია მაქსიმუმ 15 000 ლარის ოდენობით.

 

II თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

საგრანტო პროექტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს. საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა:

  • 5 თვიდან – 7 თვის ჩათვლით წარმოდგენილი საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მინიმუმ – 15 000 ლარიდან მაქსიმუმ 25 000 ლარამდე ფარგლებში;
  • 8 თვიდან – 10 თვის ჩათვლით წამორდგენილი საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მინიმუმ 25 000 ლარიდან მაქსიმუმ50 000 ლარის ფარგლებში;

ბიუჯეტის შევსებისას თმატური მიმართულებების და პროექტის ხანგრძლივობის მიხედვით უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

I თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ხელფასების საერთოოდენობა (პროექტის ხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრისდაა.შ.) არუნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 15%-ს.

 

II თემატური მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

  • 5 თვიდან – 7 თვის ჩათვლით წარმოდგენილი საგრანტო პროექტის ხელფასების საერთო ოდენობა (პროექტის ხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრის და ა.შ.) არუნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 15 %-ს;
  • 8 თვიდან – 10 თვის ჩათვლით წამორდგენილი საგრანტო პროექტის ხელფასების საერთო ოდენობა (პროექტისხელმძღვანელის, თანაშემწის, ბუღალტრისდაა.შ.) არუნდა აღემატებოდეს სააგენტოდან მოთხოვნილი თანხის 30 %-ს.
  • წარმოდგენილი საგრანტო პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღმატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 60%-ს.