left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

აპლიკაციის ფორმის პირველ გვერდზე უნდა აირჩიო რომელ თემატურ მიმართულებაზე გსურთ შემოიტანოთ განაცხადი:

  1.   პირველი მიმართულება: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა
  2.   მეორე მიმართულება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

აირჩიე პირველი მიმართულება და გადადი შემდეგ გვერდზე, ამისთვის უნდა დააჭირო  ღილაკს “შემდეგი”.

აპლიკაციში მუშაობისას შეგიძლიათ შეინახოთ შევსებული ინფორმაცია ღილაკზე “შენახვა” დაჭერით. ამ შემთხვევაში სისტემაში შეინახება ის ინფორმაცია, რომელიც უკვე გაქვთ შევსებული შენახვის ღილაკზე დაჭერამდე.

პირველ ველში ჩაწერე შენი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სახელწოდება. შემდეგ ველში უნდა აირჩიო სტატუსი (ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი).

თუ ჯერ არ გაქვს დაფუძნებული ორგანიზაცია აირჩიე საინიციატივო ჯგუფი და შესაბამის ველში ჩაწერე შენი პირადი ნომერი (უნდა ჩაიწეროს საინიციატივო ჯგუფის იმ წევრის პირადი ნომერი, რომელიც ავსებს განაცხადს).

თუ გაქვს რეგისტრირებული ორგანიზაცია, აირჩიე “ააიპ“ და შემდეგ ველში ჩაწერე ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი.

ამავე გვერდზე უნდა შეავსო  “ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია“.

  1.       საინიციატივო ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი 
  2.       პროექტზე პასუხისმგებელი პირი
  3.       პროექტის ფინანსური ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი

თითოეული პირის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მისამართი (მისამართი უნდა დაიწეროს, როგორც ფაქტობრივი ასევე, იურიდიული მისამართი, თუ განსხვავებულია ერთმანეთისგან). თუ ხელმძღვანელი და პროექტზე პასუხისმგებელი პირი არის ერთი და იგივე გთხოვთ, უკვე შევსებული ინფორმაცია გადმოიტანო ქვემო ველებშიც.

შეავსე ყველა სავალდებულო ველი, სანამ გადახვალ შემდეგ გვერდზე.

ეს ბლოკი მოიცავს პროექტის შესახებ ინფორმაციას და  პირველივე ველში ჩაწერე პროექტის სახელწოდება.

მომდევნო ველია პროექტის დაწყების და დასრულების თარიღები. ველზე გადასვლის შემდეგ იხსნება კალენდარი, რომელიც იწყება აგვისტოს თვიდან. პროექტის დაწყებათ შეგიძლია აირჩიო  16 აგვისტო ან შემდგომი თარიღი, როდესაც ფიქრობ პროექტის დაწყებას. პროექტის დასრულების თარიღი უნდა განისაზღვროს ისე, როგორც პირველი მიმართულების პირობებშია გათვალისწინებული. პროექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოთხოვნილ ბიუჯეტზე და განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. 

“სააგენტოდან მოთხოვნილი თანხა” ველში არ წერ არაფერს, რადგან ბიუჯეტის ფორმის შევსების შემდეგ, პროექტის ჯამურ ღირებულებას პროგრამა ავტომატურად გადაიტანს ველში „სააგენტოდან მოთხოვნილი თანხა“.

ყველა ველის შევსების შემდეგ, დააჭირე ღილაკს “შემდეგი” და გადახვალ პროექტის დეტალებზე. 

ამ გვერდიდან იწყება უშუალოდ პროექტის წერა. თითოეულ ველში არის მითითებული თუ რამდენი სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს ტექსტი.

პირველ ველში აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემატიკაზე, რაზეც იწერება პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით გათვალისწინებული თემატიკა პროექტის განსახორციელებელ რეგიონში/მუნიციპალიტეტში/თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, როგორ ფიქრობ წარმოჩენილი პრობლემის მოგვარებას ამ პროექტით და ა.შ. ამავე ტექსტის დამატებაა შემდეგი ველი, სადაც უნდა ჩაიწეროს ბმული, სადაც იქნება ატვირთული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს შეიძლება იყოს პროექტის თემატიკასთან დაკავშირებული რომელიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ან მოკვლევა, ტელე-რადიო გადაცემა, ახალგაზრდების ხელმოწერები და ა.შ. თუ მსგავსი ინფორმაცია არსებობს რამდენიმე დოკუმენტის სახით შეგიძლია დაამატო ველები და ჩასვა ახალი ბმული.

მომდევნო ველში უნდა გაიწეროს პროექტის მიზნები და ამოცანები. რა მიზნებს ემსახურება უშუალოდ პროექტი, რა ამოცანების გადაჭრას ისახავ მიზნად.

ემდეგი ველი ეხება პარტნიორ ორგანიზაციას, ჩამოშალე ველი და მონიშნე “კი” და “არა“ პასუხებიდან შენთვის მისაღები პასუხი. უარყოფითი პასუხის მონიშვნის შემთხვევაში შეგიძლია გადახვიდე მომდევნო გვერდზე და გააგრძელო აპლიკაციის შევსება. 

დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიხსნება დამატებითი ველი. პროექტის განხორციელებისას შეიძლება სხვა ორგანიზაციაც გეხმარებოდეს რაიმე სახით, ეს შეიძლება იყოს ფინანსური, მატერიალური ან ადამიანური რესურსით დახმარება.  ამ ველში მოკლედ აღწერე რა სახის დახმარებას გაგიწევს პროექტის მიმდინარეობისას და რა როლს შეასრულებს პარტნიორი ორგანიზაცია. პროექტის განხორციელებისას პარტნიორი ორგანიზაციის ყოლა აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნა არაა.  

ველის შევსების შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მომდევნო გვერდზე და შეავსო ინფორმაცია პროექტში ჩართულ ახალგაზრდებზე.

გვერდი მოიცავს ინფორმაციას პროექტში ჩართულ მონაწილე ახალგაზრდებს/ახალგაზრდულ მუშაკების შესახებ.

პირველ ველში ჩაწერე პროექტში უშუალოდ ჩართული მონაწილეების შესახებ ინფორმაცია. როგორ მოხდა ან მოხდება მათი შერჩევა? შერჩევის რა მეთოდს გამოიყენებ? ჩატარდება ღია კონკურსი მონაწილეთა გამოსავლენად თუ უკვე გყავს შერჩეული ჯგუფი, რომელსაც მოიაზრებ პროექტის მონაწილეებად? რამდენი ახალგაზრდის ჩართვას აპირებ პროექტში?

მომდევნო ველი ეხება, პროექტის მონაწილეებში თავიდანვე გაქვს თუ არა გათვალისწინებული  სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდების ჩართულობა (აღნიშნული ჯგუფის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილო ვებ-გვერდის მთავარ მენიუში, საგრანტო კონკურსის გრაფის ქვეშ) შეიძლება რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება აღნიშნული ჯგუფის ახალგაზრდების ჩართვა პროექტში, ამ შემთხვევაში უნდა აღწერო მიზეზი, რატომ ვერ რთავ. 

მომდევნო ველი ეხება სამიზნე ჯგუფებს და აღწერე ვინ მიიღებს ირიბ სარგებელს პროექტიდან თემის, რეგიონის, თუ მუნიციპალიტეტის დონეზე.

ყველა ველის შევსების შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მომდევნო გვერდზე. გაითვალისწინე, შევსებული ინფორმაციის შესანახად უნდა დააჭირო ღილაკს “შენახვა”, რომელიც ყველა გვერდზე ჩანს. 

ამ გვერდის პირველი ველი ეხება უშუალოდ პროექტის აქტივობების დაწყებამდე გასატარებელ ღონისძიებებს, ანუ მოსამზადებელ ეტაპს. ეს შეიძლება იყოს პროექტის გუნდში ფუნქციების გადანაწილება და შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტულ დროში გაწერა, რომელიც დაფუძნებული იქნება პროექტის სამოქმედო გეგმაზე. ასევე. პროექტის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და ა.შ. ყველა იმ ღონისძიების აღწერა, რასაც უშუალოდ პროექტის საწყის ეტაპზე განახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი. შეიძლება რაიმე ღონისძიება პროექტის დაწყების თარიღამდე გაქვს დაგეგმილი, მაგ: მონაწილეების ჯგუფის მოძიება, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივებების არეალის ან ფართის მოძიება, შესაძლებელია ესენიც გაწერო. 

შემდეგ ველში დაწერეთ რისკების შესახებ. წინასწარ უნდა განსაზღვრო ყველა შესაძლებელი რისკი, რაც შეიძლება პროექტის მსვლელობისას წარმოიშვას და შეაფერხოს განხორციელება. რომელიმე აქტივობის განსაზღვრულ დროში ვერ ჩატარება, პროექტის მიმდინარეობისას, სხვადასხვა მიზეზით პროექტში ჩართულ მონაწილეთა შემცირება, ვალუტის კურსის ცვლილება როგორ აისახება პროექტის ბიუჯეტზე, თუ უცხოურ ონლაინ მაღაზიებში აპირებ რაიმე ნივთ(ებ)ის შეძენას და სხვა. შენი პროექტის შინაარსიდან გამომდინარე შეგიძლია განსაზღვრო მოსალოდნელი რისკები, რასაც შეიძლება გადააწყდე და ამასთანავე, პრობლემის დასახელებასთან ერთად უნდა განისაზღვროს მათი მოგვარების გზები. როგორ იმოქმედებ ამა თუ იმ პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში. ველის შევსებამდე კარგად დაფიქრდი და დეტალურად გაწერე  ყველა შესაძლო რისკი. 

სავალდებულო ველების შევსების შემდეგ გადახვალ მომდევნო გვერდზე. გადასვლამდე არ დაგავიწყდეს შევსებული ინფორმაციის კიდევ ერთხელ შენახვა.

სამოქმედო გეგმაში თარიღებით უნდა გაწერო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა აქტივობა, მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული პროექტის დასრულებამდე. ასევე შესაბამის გრაფაში უნდა გაწერო საბოლოო ნარატიული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის თარიღი.

სამოქმედო გეგმის ველები უნდა შეივსოს არსებული ველების მიხედვით. “აქტივობის დასახელება” დაწერ კონკრეტული აქტივობის დასახელებას. მაგ: მოსამზადებელი პერიოდი. მის გასწვრივ “დაგეგმილი აქტივობის მიზანი და პასუხისმგებელი პირი”, ჩაწერ რა მიზანი აქვს კონკრეტულ აქტივობას, რისი მიღწევა გსურს და ვინ იქნება განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი. “აქტივობის შედეგი” რა შედეგ(ებ)ს ელოდები კონკრეტული აქტივობისგან. რაზეა ორიენტირებული აქტივობის ჩატარება. “განხორციელების ადგილი”, სად აპირებ აქტივობის განხორციელებას, თუ თავიდანვე გაქვს განსაზღვრული კონკრეტული სივრცე მიუთითებ, ან იმ თემის/სოფლის/მუნიციპალიტეტის დასახელებას, სადაც გეგმავ ღონისძიების განხორციელებას. აქტივობის დაწყების და დასრულების თარიღები. შესაბამის ველზე დაჭერით გამოჩნდება კალენდარი, სადაც შეგეძლება აირჩიო  შესაბამისი თარიღები. უმჯობესია თუ აირჩევ მაქსიმალურ ვადას შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. შემდეგ შეგიძლია დაამატო იმდენი ველი რამდენი აქტივობის განხორციელებასაც ფიქრობ პროექტის მსვლელობისას, შესაბამისი ინფორმაციის მითითები.

ყველა აქტივობის გაწერის შემდეგ, შეავსე საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის კონკრეტული თარიღი.  

ვიდრე პროექტს გამოაგზავნი, სამოქმედო გეგმაში შეგიძლია დაამატო ან წაშალო აქტივობები და ამასთანავე, არ დაგავიწყდეს შევსებული ინფორმაციის შენახვა.

პირველი ველი ეხება პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს. შენს მიერ განსაზღვრული აქტივობების აღწერა, როგორ აპირებ აღნიშნული აქტივობებით პროექტის მიზნების მიღწევას და დასახული ამოცანების გადაჭრას. რა წვლილი ექნება თითოეულ აქტივობას დასახული მიზნის მიღწევაში. მაგალითად: თუ დაგეგმილი გაქვს რაიმე სახის ტრენინგი ან საზოგადოებრივი აქტივობა, როგორ შეძლებ ამ ქმედებით პროექტის მიზნის მიღწევას, როგორ იმოქმედებს საბოლოო შედეგზე და ა.შ.

მეორე ველი ეხება პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ტრენინგებს/სემინარებს/კონფერენციებს/სასწავლო ვიზიტებს.

ველის საშუალებით შეგიძლია აირჩიო დადებითი ან უარყოფითი პასუხი. თუ პროექტის ფარგლებში არ გაქვს დაგეგმილი სასწავლო კომპონენტი მონიშნავ პასუხს “არა“ და გადახვალ მომდევნო გვერდზე, ხოლო თუ გეგმავ განახორციელო რაიმე სახის არაფორმალური განათლების შემცველი აქტივობა, მონიშნავ დადებით პასუხს “დიახ” და გახსნილ ველებს შეავსებ მოთხოვნის  შესაბამისად. 

აქტივობის დასახელება: ამ ველში უნდა დაიწეროს აქტივობის დასახლება. მაგალითად: ტრენინგი ახალგაზრდების ჩართულობა თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თემატიკა: ამავე ველში უნდა გაწერო უკვე დეტალური ინფორმაცია. რა თემატიკაზე იქნება უშუალოდ ტრენინგი, რა მეთოდიკა იქნება გამოყენებული, რა მასალით იხელმძღვანელებ და როგორია გეგმა, რა საკითხებს მოიცავს ტრენინგი.

ტრენერის მიერ დაგეგმილი აქტივობები: შემდეგ გაწერ უშუალოდ ტრენერის მიერ დაგეგმილ აქტივობებს. რა კომპონენტებს გამოიყენებს ტრენინგის/სემინარის დროს. იქნება მხოლოდ არაფორმალური განათლების კომპონენტები, შერეული ვარიანტი, თამაშით სწავლება, კონკრეტულ თემატიკაზე “workshop”-ი თუ სხვა აქტივობები. მოკლედ, უნდა აღწერო ყველაფერი, რაც ეხება სწავლების დროს გამოყენებულ აქტივობებს.

მონაწილეები: მომდევნო ველი ეხება სასწავლო პროცესში ჩართულ მონაწილეებს.  რამდენი ახალგაზრდა იქნება ჩართული აქტივობაში, თუ რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი დააკონკრეტე თითოეულში რამდენი ახალგაზრდა იქნება ჩართული და საერთო ჯამიც მიუთითე. სხვადასხვა ჯგუფის ახალგაზრდები თუ იქნებიან ჩართული და რამდენი? არ არის აუცილებელი სრულად ამ ჯგუფის ახალგაზრდებით იყოს დაკომპლექტებული მონაწილეები, თუმცა წინასწარ უნდა განსაზღვრო გეყოლება თუ არა და რაოდენობა. 

შეფასების ინდიკატორები: კურსის  შეფასების ინდიკატორებში უნდა გაწერო ის გაზომვადი ინდიკატორები, რითიც შესაძლებელი იქნება შეფასდეს კურსი. ინდიკატორები უნდა იყოს რეალური და გაზომვადი, რითიც შესაძლებელი იქნება კურსის შეფასება. ინდიკატორები არ უნდა იყოს აბსტრაქტული/არარეალისტური.

შედეგები: ამ ველში უნდა დაწერო რას მოელი აღნიშნული აქტივობიდან, რა შედეგის მიღწევას გეგმავ?. პროექტის საბოლოო შედეგის მიღწევაში როგორ დაგეხმარება კონკრეტული აქტივობის შედეგი და ა.შ. აღნიშნული შედეგები ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს შენს მიერ გაწერილი ინდიკატორებიდან. 

შემდეგ ველში უნდა მიუთითო კონკრეტული ტრენინგის/სემინარის/სასწავლო ვიზიტის დღეების რაოდენობა. 

ბოლო ველი ეხება თუ სად გაიმართება ღონისძიება. ეს შეიძლება იყოს თემში/რეგიონში/მუნიციპალიტეტში არსებული წინასწარ განსაზღვრული რაიმე შენობის ფართი, შეიძლება პარტნიორი ორგანიზაციის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიერ დათმობილი ფართი. გარდა ამისა უნდა მიეთითოს ასევე, ადგილი სოფელი/დაბა/მუნიციპალიტეტი ან სხვ. 

პროექტით გათვალისწინებული ყველა სასწავლო აქტივობის აღწერის შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მომდევნო გვერდზე. 

პირველი ველი მოიცავს პროექტის მოსალოდნელი შედეგების ინფორმაციას. რა შედეგის მიღწევას ფიქრობ პროექტის განხორციელებით? რა გაქვს მიზნად დასახული? როგორ შეუწყობს ხელს შენი პროექტი წამოჭრილი პრობლემის მოგვარებას და რა შედეგს მიიღებ? მომდევნო ველში გაიწერება ის ინდიკატორები რითიც შესაძლებელი იქნება მიღწეული შედეგ(ებ)ის გაზომვა. ინდიკატორები უნდა იყოს აუცილებლად გაზომვადი და არა აბსტრაქტული/არარეალისტური

მომდევნო ველში აღწერე ყველა ის ქმედება და ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ცნობადობის გაზრდას თემში/მუნიციპალიტეტში/რეგიონში. რა გეგმა გაქვს ამისთვის? იქნება ეს შეხვედრები ახალგაზრდებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, თუ სხვადასხვა სოციალური თუ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

წინამდებარე ველში უნდა გაწერო ყველა ის ღონისძიება, რასაც გეგმავ პროექტის სიცოცხლისუნარიანობისთვის. რა აქტივობებს და ქმედებებს განახორციელებ პროექტის მდგრადობისთვის, უშუალოდ მიმდინარეობისას და პროექტის დასრულების შემდეგ. ზედმიწევნით აღწერე სამომავლო გეგმები და შესაძლო აქტივობები, რაც პროექტის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

შემდეგ ველში უნდა გაიწეროს პროექტის მდგრადობის ინდიკატორები. აღნიშნული გაზომვადი ინდიკატორები უნდა ეხებოდეს როგორც უშუალოდ პროექტის მდგრადობას, ასევე პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. 

მომდევნო ველის შევსებისას უნდა აღწერო, თუ რა გავლენა ექნება განაცხადს  პროექტში ჩართულ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდა მუშაკებზე, ორგანიზაციებზე რა სასიკეთო ძვრები შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე? რა შესაძლებლობებს მისცემს მათ  პროექტი და როგორ განვითარდებიან ისინი.

ბიუჯეტის ფორმა შედგება  სამი ძირითადი მუხლისგან ესენია –

მუხლი აღჭურვილობა და საქონელი უნდა შეიყვანოთ ნებისმიერი საქონლის ან აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც გესაჭიროებათ პროექტის მიზნებისთვის: მაგალითად, სხვადასხვა სახის ტექნიკა, საოფისე ინვენტარი, სამეურნეო და საკანცელარიო საქონელი ა.შ.

მუხლი მომსახურებაუნდა შეიყვანოთ ყველა სახის მომსახურება და ხარჯი, რომელიც გესაჭიროებათ პროექტის განხორციელებისთვის. მაგალითად, ტრენერის ან ტრეინინგის მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, კვების მომსახურება, ასევე ინტერნეტ მომსახურების ხარჯი, კავშირგაბმულობის ხარჯი , საწვავის ხარჯი და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული მუხლიდან გახარჯული თანხები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი – მომსახურების ხელშეკრულებებით ან/და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებით.

 მუხლი შრომის ანაზღაურებაუნდა შეიყვანოთ პროექტში ადმინისტრაციული მიზნებისთვის დაქირავებული პირების შრომის ანაზღურების თანხები. მაგალითად: პროექტის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, კოორდინატორი და ა.შ. მითითებული თანხა უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით გათავლისწინებულ ყველა გადასახადს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველი თემატური მიმართულების შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების მუხლი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის ჯამის  15 %-ს.

ეს არის აპლიკაციის შესავსები ბოლო გვერდი, სადაც უნდა დაწერო პროექტის მოკლე აღწერა. რამდენიმე წინადადებით შეძლებ გაწერო მთელი პროექტი დაწყებული პრობლემით და დასრულებული პროექტის გავლენით. არ არის აუცილებელი მთელი პროექტი დაწერო თავიდან ბოლომდე, მხოლოდ ძალიან მოკლედ, მიეცი რეზიუმეს სახე.

აღნიშნულ გვერდზე ნახავ პროექტის გაგზავნის ღილაკს. ამ გვერდამდე ვერ მიხვალ თუ პროექტის ყველა სავალდებულო ველი არ გექნება შევსებული. გაგზავნის ღილაკზე დაჭერამდე, კიდევ ერთხელ გადაიკითხე პროექტი, შეიძლება აღმოაჩინო, რომ რაიმეს დამატებაა საჭირო რომელიმე გვერდზე, ან რაღაც აქტივობის განხორციელება გადაიფიქრე და წაშლა გსურს. გაასწორე, როგორც შინაარსობრივად ასევე, ტექნიკურად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაგზავნე პროექტი. 

“გაგზავნა“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, პროექტი სისტემაში ფიქსირდება, როგორც შემოსული პროექტი და ამის შემდეგ  ვეღარ შეძლებ აპლიკაციაში რაიმე ცვლილების განხორციელებას.

 გისურვებთ წარმატებას!